- ივნისი 08, 2026
სატვირთო ავტომობილი კედელს დაეჯახა – მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა
- მარტი 24, 2024
- , პოლიტიკა
სტადიონის მიმდებარედ სატვირთო ავტომობილი კედელს შეეჯახა. შეჯახების შედეგად მძღოლი ადგილზევე გარდაიცვალა. შემთხვევა წალენჯიხაში მოხდა. ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.