შაბათი, ივლისი 18, 2026

საწვავის საცავში გაჩენილ ხანძარს, უკრაინაში, მეორე დღეა აქრობენ


საწვავის საცავში გაჩენილ ხანძარს, უკრაინაში, მეორე დღეა აქრობენ

ukrinform-ის ინფორმაციით, ნოვომოსკოვსკის რაიონში, საწვავის საცავში გაჩენილ ხანძარს მეხანძრე-მაშველები მეორე დღეა აქრობენ. "მეორე დღეა მაშველები აქრობენ ხანძარს ნოვომოსკოვსკის რაიონში საწვავის შესანახ საცავში. მტრის სარაკეტო თავდასხმის გამო იქ გაჩნდა ფართომასშტაბიანი ხანძარი. შემთხვევის ადგილზე 18 მეხანძრე და ოთხი სახანძრო მანქანა მუშაობს," _ ნათქვამია საგანგებო სიტუაციბის მართვის სამსახურის განცხადებაში. გავრცელებული ინფორმაციით, 18 ივნისს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ნოვომოსკოვსკის რაიონში საწვავის შესანახ საცავს სამი რაკეტა ესროლა. საწვავის ავზები აფეთქდა და ცეცხლი გაუჩნდა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია