შაბათი, ივლისი 18, 2026

საწვავის საცავში აფეთქებას 20 ადამიანი ემსხვერპლა (ყარაბაღი)


საწვავის საცავში აფეთქებას 20 ადამიანი ემსხვერპლა (ყარაბაღი)

მთიან ყარაბაღში საწვავის საცავში აფეთქებას 20 ადამიანი ემსხვერპლა და ასობით დაშავდა, - აცხადებს BBC-ის ინფორმაციით, ადგილობრივი ეთნიკური სომხური ხელისუფლება. გავრცელებული ინფორმაციით, საავადმყოფოებში 300-მდე ადამიანი გადაიყვანეს, მათგან ათობით კრიტიკულ მდგომარეობაშია. სომხეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ანკლავიდან ქვეყანაში 19 000 ლტოლვილი შევიდა მას შემდეგ, რაც ადგილობრივი ძალები აზერბაიჯანს ჩაბარდნენ. სადავო რეგიონში დაახლოებით 120 000 ეთნიკური სომეხი ცხოვრობს. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია აფეთქება.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია