შაბათი, ივლისი 18, 2026

სატრანსპორტო საშუალებების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისა და შენახვის საფასური იცვლება


სატრანსპორტო საშუალებების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისა და შენახვის საფასური იცვლება

თბილისის პარკინგის სპეციალურ საჯარიმო სადგომზე სატრანსპორტო საშუალებების გადაყვანისა და 24 საათის განმავლობაში შენახვის საფასურში ცვლილება შედის. სატრანსპორტო საშუალებების ევაკუაციის საფასურად განისაზღვრა 150 ლარი, ხოლო აღნიშნულ სადგომზე ავტომობილის დამატებით დგომის ფასი შეადგენს 20 ლარს. ცვლილება ძალაში 31 მარტიდან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულება №22.444.485 საფუძველზე შევა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია