- ივნისი 08, 2026
სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს
- დეკემბერი 08, 2023
- , პოლიტიკა
იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, კურორტ ნუნისის მიმდებარედ, სახელმწიფო ტყეში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს. "საამქროს ტერიტორიაზე აღმოჩენილია უკანონოდ მოპოვებული 5 კუბურ მეტრამდე წიწვოვანი სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი), ასევე 4 კუბურ მეტრამდე სამასალე მერქანი. ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაგზავნილია შესაბამის უწყებაში",_ აცხადებენ სატყეო სამსახურში.