- ივნისი 08, 2026
სასტიკი სიკვდილით დასჯილი და დასახიჩრებული უკრაინელი სამხედროები – გაეროს მისია განცხადებას ავრცელებს
- აპრილი 12, 2023
- , პოლიტიკა
გაეროს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისია უკრაინაში „შეძრწუნებულია“ უკრაინელი ჯარისკაცების წინააღმდეგ რუსეთის სისასტიკით განხორციელებული შემზარავი ვიდეოებით,_ ნათქვამია მისიის განცხადებაში. დამკვირვებლების თქმით, ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს უკრაინელი სამხედრო ტყვე მამაკაცის სასტიკი სიკვდილით დასჯა, ხოლო მეორეში ჩანს უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების დასახიჩრებული სხეულები. "სამწუხაროდ, ეს არ არის იზოლირებული ინციდენტი", - აცხადებენ მისიაში. „ბოლო ანგარიშებში მისიამ დააფიქსირა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის არაერთი სერიოზული დარღვევა, მათ შორის სამხედრო ტყვეების წინააღმდეგ ჩადენილი“. განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს უკანასკნელი დარღვევები „ასევე უნდა იყოს სათანადოდ გამოძიებული და დამნაშავეები პასუხისგებაში უნდა მიეცენ“.