შაბათი, ივლისი 18, 2026

სასიხარულო ინფორმაცია მგზავრებისთვის, რომელიც 11 თებერვლიდან ამოქმედდება


სასიხარულო ინფორმაცია მგზავრებისთვის, რომელიც 11 თებერვლიდან ამოქმედდება

საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს: „გაცნობებთ, რომ 2025 წლის 11 თებერვლიდან თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით სწრაფი და კომფორტული ელექტრომატარებელი (№854/853) იმოძრავებს. სამგზავრო მატარებლის ტევადობა დაახლოებით 100 ადგილით გაიზრდება, ხოლო მგზავრობის ხანგრძლივობა თითქმის, 2 საათით შემცირდება. მატარებელი რეისებს დღეგამოშვებით შეასრულებს: თბილისიდან გასვლა – 09:00 ოზურგეთში ჩასვლა – 16:18 ოზურგეთიდან გასვლა – 08:40 თბილისში ჩასვლა – 16:00 ბილეთის ღირებულება – 11-15 ლარი. ბილეთების შეძენა შეგიძლიათ საქართველოს რკინიგზის სალაროებსა და ონლაინ ვებ-გვერდზე: gr.com.ge. მცირედი ცვლილება თბილისი-ქუთაისის მიმართულებაზე: ქუთაისში მიმავალი მგზავრები ოზურგეთის მიმართულებით მოძრავი მატარებლით რიონის სადგურამდე იმგზავრებენ. რიონის სადგურიდან ქუთაისი 1-ის სადგურამდე გადაჯდებიან №6355/6356 და №6353/6354 ელექტრომატარებლებში, რომლებიც მგზავრებს ქუთაისი 1-ის სადგურში 20 წუთში ჩაიყვანს. რიონი-ქუთაისი 1 მატარებლის მგზავრობის საფასური – 0,50 თეთრი. დამატებით შეგახსენებთ, რომ gr.com.ge ვებ-გვერდზე ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ თბილისი-ფოთი-თბილისი (#874/873) და თბილისი-ზუგდიდი-თბილისი (#870/869) მატარებლის ბილეთები“, - ნათქვამია განცხადებაში.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია