შაბათი, ივლისი 18, 2026

სასამართლომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელი დამნაშავედ ცნო


სასამართლომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელი დამნაშავედ ცნო

ამ წუთებში სასამართლომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე განაჩენი გამოიტანა. მოსამართლე გიორგი არევაძემ, თანხის გათეთრების საქმეზე მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს და ავთანდილ წერეთელს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასჯელის ზომად პატიმრობის ნაცვლად, საქმის ხანდაზმულობის გამო, სამივე ბრალდებულს შეეფარდა გირაო და მათ ქონებას ყადაღა დაედო. განაჩენი ძალაში შევიდა გამოცხადებისთანავე. გასაჩივრება შესაძლებელი იქნება თბილისისი სააპელაციო სასამართლოში ერთი თვის განმავლობაში.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია