- ივნისი 08, 2026
სასამართლომ ე.წ. ძიუდოისტის ცემის საქმეზე უგულავა უდანაშაულოდ ცნო
- მარტი 09, 2022
- , პოლიტიკა
თბილისის საქალაქო სასამართლომ, ე.წ. ძიუდოისტის ცემის საქმეზე ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა უდანაშაულოდ ცნო. გადაწყვეტილება მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. ცნობისთვის, თბილისის ყოფილ მერს, გიგი უგულავას გამოძიება ევროპის ჩემპიონ - საბა გავაშელიშვილზე ძალადობას ედავება. საქმე ეხება 2019 წლის 11 დეკემბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც უგულავასა და გოკა გაბაშვილს თავს 2 უცნობი პირი დაესხა. წყარო: mtavari.tv