- ივნისი 08, 2026
საქართველოში ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს, მოსალოდნელია ტყის ხანძრებიც _ გაფრთხილება
- აგვისტო 29, 2021
- , პოლიტიკა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29-30 აგვისტოს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია +39, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +38 გრადუსს გადააჭარბოს. 29-30 აგვისტოს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი შექმნის ტყის ხანძრების გაჩენის ხელშემწყობ პირობებს, _ ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.