- ივნისი 08, 2026
საქართველოში მნიშვნელოვნად აგრილდება – უახლოესი დღეების პროგნოზი
- მარტი 19, 2023
- , პოლიტიკა
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ განახლებულ ცნობებს აქვეყნებს. „21-22 მარტს ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. 17-19 მარტს ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +15, +20 გრადუსი იქნება, ხოლო 20-22 მარტს +11, +16 გრადუსამდე დაიკლებს. ქ. თბილისში დროგამოშვებით იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა 20 მარტამდე დღის საათებში +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება, 20 მარტიდან კი აგრილდება. 21-22 მარტს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი.“ – წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.