- ივნისი 08, 2026
საქართველოში გერმანიის ელჩის თანამდებობაზე პეტერ ფიშერი დაინიშნა
- ივლისი 24, 2022
- , პოლიტიკა
საქართველოში გერმანიის ელჩის თანამდებობაზე ჰუბერტ ქნირშს, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას 2018 წლიდან იკავებს, პეტერ ფიშერი შეცვლის, ამის შესახებ პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. „რამდენიმე პირადი სიახლე: აგვისტოს ბოლოს მე და მარია თბილისში გადავდივართ, სადაც მექნება პატივი, ვიმსახურო გერმანიის ელჩად საქართველოში“, - წერს ფიშერი. ცნობისთვის, 2018 წლიდან დიპლომატი ფიშერი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გერმანიის ელჩი იყო.