- ივნისი 08, 2026
საქართველოში ამინდი იცვლება _ პროგნოზი რეგიონების მიხედვით
- ნოემბერი 03, 2023
- , პოლიტიკა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 ნოემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან შესაძლებელია ელჭექი. თბილისში: დღის ბოლოს შესაძლებელია მცირე წვიმა, ჰაერის ტემპერატურა დღისით +22+24 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): მოსალოდნელია მცირე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა +21+23 გრადუსი. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 3 ნოემბერს მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +21+23 გრადუსი. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): მოსალოდნელია მცირე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა +19+21 გრადუსი. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): მოსალოდნელია წვიმა. ჰაერის ტემპერატურა +14+16 გრადუსი. ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): დღის ბოლოს მოსალოდნელია მცირე წვიმა, ჰაერის ტემპერატურა +22+24 გრადუსი დაფიქსირდება. კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): დღის ბოლოს შესაძლებელია მცირე წვიმა, ჰაერის ტემპერატურა +22+24 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): დღის ბოლოს მოსალოდნელია მცირე წვიმა, ჰაერის ტემპერატურა +17+19 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): მოსალოდნელია მცირე წვიმა, ჰაერის ტემპერატურა გუდაურში და ომალოში +9 +11, წალკაში, ბაკურიანსა და ახალქალაქში კი +14+16 გრადუსი დაფიქსირდება.