შაბათი, ივლისი 18, 2026

საქართველოში 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა


საქართველოში 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა

მთავრობის ადმინისტრაციის გავრცელებული ინფორმაციით, 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. "საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომელსაც ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. მთავრობის შესაბამისი განკარგულების თანახმად, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება. საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ სამძიმარს უცხადებს ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ოჯახსა და ახლობლებს",_ ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია