- ივნისი 08, 2026
საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ნაკრებმა ლატვია დაამარცხა
- ივლისი 18, 2024
- , პოლიტიკა
ბათუმის ახალ ქვიშის მოედანზე ქვიშის ფეხბურთის ევრო ლიგის, ბათუმის საერთაშორისო თასის გათამაშება დაიწყო. საქართველოს ნაკრებმა სასტარტო შეხვედრაში ლატვიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და მეტოქე დიდი ანგარიშით, 6:1 დაამარცხა. ჩვენი გუნდის რიგებში ჰეთ-თრიქი გოჩა მახარაძემ შეასრულა, დუბლი ლევან ფარტენაძის ანგარიშზეა, ხოლო საბოლოო ანგარიში გიორგი ჟორდანიამ დააფიქსირა. საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 19 ივლისს, უნგრეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება. ბათუმში მიმდინარე ტურნირში შვიდი გუნდი მონაწილეობს. A ჯგუფის სამი გუნდი - საქართველო, ლატვია და უნგრეთი ევროლიგის ა დივიზიონის საგზურისთვის იბრძვიან, ხოლო B ჯგუფის გუნდები, უკრაინა, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ლიბანი - საერთაშორისო სარეიტინგო ფარგლებში ასპარეზობენ. ჯგუფებში პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები პლეი-ოფში გააგრძელებენ ასპარეზობას და ბათუმის საერთაშორისო თასის გამარჯვებულს გამოავლენენ.