- ივნისი 08, 2026
საქართველოს პრეზიდენტმა 12 მსჯავრდადებული შეიწყალა
- სექტემბერი 23, 2022
- , პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 12 მსჯავრდადებული შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. 4 მსჯავრდადებული გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, ხოლო 3 მსჯავრდადებულს მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა. საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების აქტი ასევე შეეხო 5 მსჯავრდადებულს, რომელთა მოქმედი სასჯელები პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან არ იყო დაკავშირებული, მათ შორის 2 ქალი მსჯავრდადებულია.