შაბათი, ივლისი 18, 2026

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის პრემიერ-მინისტრი ეწვევა


საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის პრემიერ-მინისტრი ეწვევა

საქართველოს 16 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში 14:00 საათზე სომხეთის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. სომეხ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უმასპინძლებს. გაიმართება შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც, ირაკლი კობახიძე და ნიკოლ ფაშინიანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია