შაბათი, ივლისი 18, 2026

საქართველომ და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა შეთანხმებას მიაღწიეს


საქართველომ და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა შეთანხმებას მიაღწიეს

საქართველომ და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც, სამ წლიანი პროგრამის ფარგლებში, საქართველოში ეკონომიკური რეფორმების და ინვესტორების ხელშეწყობის მიზნით ფონდი 285 მილიონი დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ EURONEWS-ის ინფორმაციით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში, მერსედეს ვერა-მარტინმა განაცხადა. „საერთაშორისო სავალუტო ფონდის გუნდმა მიაღწია შეთანხმებას საქართველოს ხელისუფლებასთან სამ წლიანი ხელშეკრულების შესახებ, ფონდი გააგრძელებს 285 მილიონი დოლარის ღირებულების კეთილმოწყობას“,_განაცხადა მერსედეს ვერა-მარტინმა. მაუწყებლის ინფორმაციით, ვაშინგტონში დაფუძნებულმა კრედიტორებმა 2014 წელს, წინა სამი წლისთვის 136 მილიონი დოლარის ღირებულების გარიგება დაამტკიცეს, მაგრამ თანხის მხოლოდ 80% გაიცა ხოლო ბოლო 2 მიმოხილვა დასრულებული არ იყო.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია