- ივნისი 08, 2026
საქართველო-ჩეხეთის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი მამარდაშვილი დასახელდა
- ივნისი 22, 2024
- , პოლიტიკა
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა – ჩეხეთთან 1:1 ითამაშა, რაშიც დიდი წვლილი მეკარე გიორგი მამარდაშვილს მიუძღვის. მას 9 მოგერიება მოუგროვდა. ევროპის ჩემპიონატის ყოველი მატჩის შემდეგ უეფა საუკეთესო ფეხბურთელს ავლენს. საქართველო-ჩეხეთის შეხვედრაში უეფა-მ სწორედ გიორგი მამარდაშვილი გამოარჩია.