შაბათი, ივლისი 18, 2026

საქართველო-ჩეხეთის მატჩის ბილეთები მხოლოდ ონლაინ გაიყიდება


საქართველო-ჩეხეთის მატჩის ბილეთები მხოლოდ ონლაინ გაიყიდება

7 სექტემბერს, 20 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდება. როგორც ეროვნულ ნაკრებში აცხადებენ, მატჩზე დასასწრები ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გაიყიდება და მის რეალიზაციას TKT.GE უზრუნველყოფს. საქართველო-ჩეხეთის თამაშის ბილეთის ფასი 10, 30 და 50 ლარი იქნება. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია. ბილეთების გაყიდვა, 15 აგვისტოს, 12:00 საათზე დაიწყება.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია