შაბათი, ივლისი 18, 2026

საპროტესტო აქცია პარიზში პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა


საპროტესტო აქცია პარიზში პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა

საფრანგეთში საპენსიო რეფორმის გასაპროტესტებელი აქცია მომიტინგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა. დაკავებულია არაერთი ადამიანი. პოლიციამ აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, აქციის მონაწილეებმა კი სამართალდამცავების მისამართით მაშხალები ისროლეს. საზოგადოების პროტესტი პრეზიდენტ მაკრონის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომელიც საპენსიო ასაკის 62 წლიდან 64 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს კენჭისყრის გარეშე. მთავრობამ განაცხადა, რომ საპენსიო ცვლილებები აუცილებელია იმისათვის, რომ სისტემა არ იყოს გადატვირთული და არ მოხდეს მისი კოლაფსი, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას ბევრი ადამიანი, მათ შორის პროფკავშირის წევრები, არ ეთანხმებიან.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია