- ივნისი 08, 2026
საპარლამენტო უმრავლესობას წევრები ისევ ტოვებენ
- ნოემბერი 15, 2019
- , პოლიტიკა
მმართველ პარტიას კიდევ 3 წევრი გამოაკლდა. როგორც „კონსერვატორების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე თქვეს, ზვიად ძიძიგურმა, ნინო გოგუაძემ და გიგა ბუკიამ „ქართული ოცნება _ კონსერვატორების“ რიგების დატოვების შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება. ზვიად ძიძიგური, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობასაც ტოვებს. დეპუტატების თქმით, მათ მიერ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი პროპორციული არჩევნების პროექტის ჩაგდება გახდა.