- ივნისი 08, 2026
საოკუპაციო ხაზთან ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს
- აგვისტო 21, 2022
- , პოლიტიკა
ონში, საოკუპაციო ხაზთან ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო. "შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მიერ, ონის მუნიციპალიტეტში აღმოჩენილი საბრძოლო მასალის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო. მიმდინარე წლის 20 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ირში, საოკუპაციო ხაზთან, უკანონოდ აღმართულ ლითონის ორ ცალ ბოძზე, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აღმოჩენილი იქნა სავარაუდოდ საბრძოლო მასალა “F-1” ტიპის მსგავსი ასაფეთქებელი მოწყობილობა - ხელყუმბარა. პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ დაიწყო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. გამოძიების პროცესში, გამნაღმველების მონაწილეობით მოხდა, "F-1" ტიპის მსგავსი, ე.წ. "სტრაიგ ბოლის" სასწავლო-ხმოვანი, პლასტიკური კორპუსის მქონე ხელყუმბარების ამოღება, რომლებიც უსაფრთხოების მიზნით, გამნაღმველების მიერ ადგილზევე იქნა განადგურებული",_ ნათქვამია უწყების განცხადებაში.