შაბათი, ივლისი 18, 2026

სანაპიროზე კოკაინი გამოირიყა (უცხოეთი)


სანაპიროზე კოკაინი გამოირიყა (უცხოეთი)

სანაპიროზე რამდენიმე შეკვრა კოკაინი გამოირიყა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. შემთხვევა სიდნეიში მოხდა. პოლიციის განცხადებით, ეს კოკაინის მასიური გადაზიდვის ნაწილია, რომელიც დეკემბრიდან ნაწილებად ირეცხება. OECD-ის მონაცემებით, ავსტრალიელები არიან კოკაინის ყველაზე მაღალი მომხმარებელი ერთ სულ მოსახლეზე მსოფლიოში, შემდეგ მოდის ბრიტანეთი. "გამოძიება გრძელდება, საზოგადოებას ვთხოვთ, რომ ნებისმიერი საეჭვო პაკეტის პოვნის შემთხვევაში შეატყობინონ ხელისუფლებას”, - აცხადებს პოლიცია.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია