- ივნისი 08, 2026
სამხედრო გადატრიალება სუდანში – დაკავებულია ქვეყნის პრემიერი
- ოქტომბერი 25, 2021
- , პოლიტიკა
სუდანში სამხედრო გადატრიალების შესახებ ვრცელდება ინფორმაცია. სუდანის საინფორმაციო სამინისტროს განცხადებით, შეიარაღებულმა ძალებმა სუდანის პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტის 4 წევრი დააკავეს. როგორც ცნობილია, სამხედრო ძალა შეიჭრა სუდანის სახელმწიფო მაუწყებელშიც, სადაც დააკავეს მუშები. სამინისტრომ განაცხადა, რომ სუდანის ლიდერი ზეწოლას განიცდის, გამოაქვეყნოს განცხადება "ხელისუფლების გადაცემის მხარდასაჭერად". პრო-დემოკრატიული ჯგუფი მოსახლეობას ქუჩებში გამოსვლისკენ მოუწოდებს. ინფორმაციისთვის, სუდანში სამხედრო გადატრიალება ერთი თვის წინაც სცადეს. მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.