შაბათი, ივლისი 18, 2026

სამხედრო დანაკარგები რუსეთ-უკრაინის ომში – 19 მარტის მონაცემები


სამხედრო დანაკარგები რუსეთ-უკრაინის ომში – 19 მარტის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 19 მარტამდე პერიოდში რუსეთის არმიის დაახლოებითი საბრძოლო დანაკარგი ასეთია: პერსონალი – დაახლოებით 14 400 ადამიანი, ტანკები – 466 ერთეული, ჯავშანტექნიკა / APV – 1 470 ერთეული, საარტილერიო სისტემები – 213 ერთეული, MLRS – 72 ერთეული, საზენიტო საბრძოლო სისტემები – 44 ერთეული, თვითმფრინავი – 95 ერთეული, ვერტმფრენები – 115 ერთეული, სატრანსპორტო საშუალებები – 914 ერთეული, გემები / ნავები – 3 ერთეული, საწვავის ავზები – 60, უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 17, სპეციალური აღჭურვილობა – 11. უკრაინის გენერალური შტაბი აცხადებს, რომ საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება. ინფორმაციას უკრაინის მხარის დანაკარგებზე ავრცელებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. სამინისტროს ინფორმაციით, 19 მარტის ღამეს უკრაინაში 69 სამხედრო ობიექტს დაარტყეს: „გარდა ამისა, რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების საჰაერო თავდაცვამ ჰაერში ჩამოაგდო 12 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი.“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 24 თებერვლიდან 19 მარტამდე პერიოდში, საერთო ჯამში განადგურებულია: 196 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი, 1 438 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა, 145 მრავალჯერადი სარაკეტო სადგური, 556 საველე არტილერია და ნაღმტყორცნები, 1 237 ერთეული სპეციალური სამხედრო მანქანა. რუსეთის მხარემ გუშინ, 18 მარტს, ასევე განაცხადა, რომ მათ მიერ განადგურებულია უკრაინის 182 თვითმფრინავი და ვერტმფრენი. წყარო: batumelebi.netgazeti.ge



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია