შაბათი, ივლისი 18, 2026

სამხედრო ბაზაზე აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაშავებულები (ერაყი)


სამხედრო ბაზაზე აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაშავებულები (ერაყი)

ერაყში, ბაღდადის მახლობლად მდებარე სამხედრო ბაზა „კალსუზე“ აფეთქება მოხდა. ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Reuters-ი იტყობინება. სააგენტოს ცნობით, სამხედრო ბაზაზე, რომელსაც შიიტური „ალ ჰაშდ აშ შააბი“ („სახალხო მობილიზაციის ძალები“) იყენებს, ავიაიერიში განხორციელდა. Agence France Presse ერაყის შსს-ში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ იერიშს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 8 კი დაშავდა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია