შაბათი, ივლისი 18, 2026

„სამწერლო დებიუტი“


„სამწერლო დებიუტი“

ცნობილი რეჟისორი თემურ ბაბლუანი შემდეგ სახალისო ისტორიას ხშირად იხსენებს: „მერვე კლასის მოსწავლე ვიყავი, როდესაც დავწერე მოთხრობა „რაჟდენი“. ის ჩემი ნათესავი, ვაჟკაცი კაცი იყო და მძღოლად მუშაობდა. სულ რაღაც სამიოდე ფურცელი გამოვიდა. მე მე-13 სკოლაში ვსწავლობდი და იმ გზაზე ყოველდღე დადიოდა ბატონი კონსტანტინე გამსახურდია. გადავწყვიტე, მისთვის მეჩვენებინა ჩემი მოთხრობა. ერთ დღეს გავაჩერე და ვუთხარი: – ბატონო კონსტანტინე, მოთხრობა დავწერე და მინდა, წაგაკითხოთ-მეთქი. მან ყურადღებით შემათვალიერა და მითხრა: – შენ დაწერე ჩემი წასაკითხი მოთხრობა? – ბატონო კონსტანტინე, იმსისქე წიგნებს წერთ და რა იქნება, რომ ჩემი სამგვერდიანი მოთხრობა წაიკითხოთ? – კარგი. იქ, კოლხურ კოშკში მომიტანე, მხოლოდ, დააბეჭდინე, – მითხრა და გზა განაგრძო. მე დავბეჭდე მოთხრობა და ბატონ კონსტანტინეს მივუტანე კოლხურ კოშკში. გავიდა მრავალი წელი. ბატონი კონსტანტინე უკვე გარდაცვლილი იყო, როდესაც „ლიტერატურულ საქართველოში“ დაიბეჭდა მოთხრობა „რაჟდენი“, ბოლოში ასეთი მინაწერით: "ეს მოთხრობა დიდი მწერლის არქივში აღმოვაჩინეთ და ავტორს ვთხოვთ, გამოგვეხმაუროს..." აი, ასე კურიოზულად შედგა ჩემი სამწერლო დებიუტი.“



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია