- ივნისი 08, 2026
სამტრედიის სამშობიარო განყოფილებაში პირველი ახალშობილი დაიბადა
- თებერვალი 12, 2024
- , პოლიტიკა
გახსნიდან ძალიან მალე, ჯეო ჰოსპიტალსის სამტრედიის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის სამეანო განყოფილებაში, პირველი ახალშობილი დაიბადა. აბაშის მკვიდრმა, 19 წლის ნასტია მაღნარაძემ ფიზიოლოგიური მშობიარობით, მდედრობითი სქესის, წონით 4 კილოგრამი და 200 გრამი და სიგრძით 52 სანტიმეტრი, ახალშობილი გააჩინა. დედა და ჩვილი თავს კარგად გრძნობენ. ექიმების თქმით, ნასტია მაღნარაძე და პატარა ქეთევან სარალიძე სახლში, ორი წლის დათოსთან ოთხშაბათისთვის გაეწერებიან. [simple-author-box]