შაბათი, ივლისი 18, 2026

სამტრედიელი თეკლა წითელიშვილი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ასპროცენტიანი გრანტით ჩაირიცხა


სამტრედიელი თეკლა წითელიშვილი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ასპროცენტიანი გრანტით ჩაირიცხა

სამტრედიის მე-11 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულს, თეკლა წითელიშვილს, სკოლის დირექცია და პედაგოგები საუკეთესო კურსდამთავრებულად ახასიათებენ: “თეკლა ყოველთვის ყურადღებიანი და შრომისმოყვარე მოსწავლე იყო. ის აქტიურად ერთვებოდა სასკოლო ცხოვრებაში, იყო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე და სამოქალაქო კლუბის ლიდერი. მისი მონაწილეობით არაერთი პროექტი განხორციელდა. მან სკოლის საბაზო საფეხური კომპიუტერით, ხოლო საშუალო საფეხური ოქროს მედლით დაასრულა. წარმატებით ჩააბარა ეროვნული გამოცდები და 100%-იანი გრანტიც მოიპოვა.” სულ მალე, თეკლა წითელიშვილი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კომპიუტერული მეცნიერების ინგლისურენოვან ფაკულტეტზე სწავლას შეუდგება.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია