- ივნისი 08, 2026
სამტრედიელი სოფიო ტერელაძე მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერია
- ნოემბერი 23, 2024
- , პოლიტიკა
სოფიო ტერელაძე პირველობას ინაწილებს პორტუგალიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე სენიორ-ქალთა შორის. 6 ტურის შემდეგ 4,5 ქულით I-III ადგილს: მაშა კლინოვა (ისრაელი;2229), სოფიო ტერელაძე (2185) და სილვია ალექსიევა (საფრანგეთი;2180) ინაწილებენ. ლიდერებს ნახევარი ქულით ჩამორჩება, ჩემპიონატის მეორე ქართველი მონაწილე, ნონა გაფრიდნაშვილი. +65 ვაჟთა შორის ჩემპიონატზე I-VI ადგილს ინაწილებს ზურაბ სტურუა. ხოლო, +50 ვაჟთა შორის 4 ქულით XI ადგილზე იმყოფება მიხეილ კეკელიძე. მეშვიდე ტურში ქართველი მოჭადრაკეების შეხვედრები: ტატიან გრაბუზოვა - სოფიო ტერელაძე; მარტინა ფოლკოვა - ნონა გაფრინდაშვილი. ალონსო ზაპატა - ზურაბ სტურუა; მიხეილ კეკელიძე - გრეგორი კაიდანოვი; 23 ნოემბერს მონაწილეები დაისვენებენ, ხოლო მეშვიდე ტური 24 ნოემბერს გაიმართება. [simple-author-box]