შაბათი, ივლისი 18, 2026

სამტრედიაში, 72 წლის ქალის მკვლელობისთვის 36 წლის კაცი დააკავეს


სამტრედიაში, 72 წლის ქალის მკვლელობისთვის 36 წლის კაცი დააკავეს

სამტრედიაში, 72 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული, 36 წლის კაცი დააკავეს, ინფორმაციას შსს-ს ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებული წარსულში ნასამართლევი პირია: "შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, გ.მ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა სამტრედიაში, მეზობელ ქალს - 1952 წელს დაბადებულ ნ.ხ.-ს ცივი იარაღით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს." აცხადებს შსს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია