შაბათი, ივლისი 18, 2026

სამოქალაქო მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ 3000 ლარით დააჯარიმეს


სამოქალაქო მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ 3000 ლარით დააჯარიმეს

სამი დღის განმავლობაში ოზურგეთში სამოქალაქო მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ ოზურგეთის მუნიციპალურმა ინსპექციამ მეორედ დააჯარიმა. ორგანიზაციის დამფუძნებელი ოთარ რევიშვილი „გურია ნიუსთან“ საუბრისდროს ამბობს, დაჯარიმება იმის გამო მოხდა, რომ მათი ოფისის აივანზე გაკრული იყო ბანერი სადაც წერია: რუსულმა ოცნებამ არჩევნები მოიპარა! #არარუსულარჩევნებს. „ამჯერად დაგვაჯარიმეს 3000 ლარით. ორი დღის წინ კი 1500 ლარით დაგვაჯარიმეს. გვედავებიან, რომ ეს უკანონო რეკლამა. აუცილებლად ამ ქმედებას სასამართლოში გავასაჩივრებთ," - გვითხრა ოთარ რევიშვილმა. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია