შაბათი, ივლისი 18, 2026

სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობა მდინარეების დაბინძურების შემცირებისათვის ოზურგეთისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში


სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობა  მდინარეების დაბინძურების შემცირებისათვის  ოზურგეთისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში

"სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო", კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის, CENN-ის მხარდაჭერით და "საქართველოს ეროკლუბებთან" პარტნიორობით, ახორციელებს პროექტს "სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობა მდინარეების დაბინძურების შემცირებისთვის ოზურგეთის და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში". პროექტის მიზანია ახალგაზრდების მიერ ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ისეთი აქტივობების გახორციელება, რომლებიც მიმართულია მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლებასა და ქცევის ცვლილებაზე. კერძოდ, გარემოს დაბინძურების შეჩერებისკენ და ნარჩენების მდინარეებში განთავსების კულტურის აღმოფხვრისკენ. პროექტის ფარგლებში ოზურგეთისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში ჩამოყალიბდა ახალგაზრდული ჯგუფები, რომლებსაც ჩაუტარდათ ტრენინგკურსი კლიმატის ცვლილების, მისი გამომწვევი მიზეზების, კლიმატის ცვლილების შემარბილებელი ღონისძიებებისა და მასთან ეფექტიანი ადაპტაციის მიმართულებით. ტრენინგები ასევე მოიცავდა წყლის რესურსების ეფექტიანი მართვის, განახლებადი ენერგიებისა და ენერგო ეფექტურობის თემებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ამბროლაურელი და ოზურგეთელი ახალგაზრდების მიერ საინფორმაციო კამპანია თავიანთი თანატოლებისთვის ცნობიერების ასამაღლებლად საყოფაცხოვრებო/სამეურნეო ნარჩენების მართვასა და მდინარეების დაბინძურების პრევენციასთან დაკავშირებით. პროექტის შემდეგ ეტაპზე ახალგაზრდების მიერ გახორციელდება თავიანთი მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე არსებული მდინარეების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და გაციფრულება. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის "საქართველოს კლიმატის პროგრამა" ფარგლებში. პროექტს ახორციელებს CENN, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის განვითარების ასოციაციასთან და ჭიათურელთა კავშირთან თანამშრომლობით. საკონტაქტო პირები: ოზურგეთი: თეონა სადრაძე: 551 38 34 34 ამბროლაური: ეთერი ჭელიძე: 595 06 86 39



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია