შაბათი, ივლისი 18, 2026

სამეგრელოში ავტომობილი სამ მოზარდს დაეჯახა


სამეგრელოში ავტომობილი სამ მოზარდს დაეჯახა

ცოტა ხნის წინ, ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი სამ მოზარდს დაეჯახა. დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილები. გავრცელებული ინფორმაციით, ერთი მათგანის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. ის რეანიმაციულ განყოფილებაში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია