- ივნისი 08, 2026
სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირთან დაახლოებით მიღწეულ პროგრესს ალტერნატივა არ აქვს
- ივნისი 27, 2021
- , პოლიტიკა
ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 7 წელი გავიდა. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აღნიშნულ თარიღს გამოეხმაურა. შესაბამისი განცხადება საქართველოს პრეზიდენტის Twitter-ზე გამოქვეყნდა. „დღეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის მეშვიდე წლის თავია. გასულმა წლებმა გვაჩვენა, რომ ევროკავშირთან დაახლოებით მიღწეულ პროგრესს ალტერნატივა არ აქვს. ახლა საქართველო მზად არის მეტისთვის - კონკრეტული ნაბიჯებისთვის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე“, - წერს ზურაბიშვილი.