შაბათი, ივლისი 18, 2026

სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპ-უმცროსის მიწვევით წინასაინაუგურაციო წვეულებაზე იმყოფებოდა


სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპ-უმცროსის მიწვევით წინასაინაუგურაციო წვეულებაზე იმყოფებოდა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპ უმცროსის მიწვევით წინასაინაუგურაციო წვეულებაზე იმყოფებოდა, _ იუწყება ipn.ge. ამის შესახებ ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ფოტოებთან ერთად აქვეყნებს. წვეულებაზე ასევე იმყოფებოდა აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია), რომლის ინფორმაციითაც, სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შვილს თავად გააცნო. „მადლობელი ვარ, რომ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის შვილს, დონალდ ტრამპ უმცროსს წარვუდგინე. ორი საოცარი ადამიანი, რომლებიც მსოფლიოში უამრავი სიკეთის გასაკეთებლად მუშაობენ“, - აღნიშნა ამერიკელმა კონგრესმენმა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია