შაბათი, ივლისი 18, 2026

სალომე ზურაბიშვილი – ეს კანონი რუსულია, პრემიერის გამოსვლაც რუსულია


სალომე ზურაბიშვილი – ეს კანონი რუსულია, პრემიერის გამოსვლაც რუსულია

"ეს კანონი რუსულია და ვერანაირი კითხვა ვერ შეცვლის",_ განაცხადა რამდენიმე წუთის წინ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე. „ეს კანონი რუსულია და ვერანაირი კითხვა „აბა რა არის ამ კანონში რუსული?“ ამას ვერ შეცვლის - წერეთ და იკითხეთ. ეს კანონის არის რუსული, მაგრამ კიდევ უფრო შემაშფოთებელია ის, რომ დღეს უკვე ეს კანონი სიმბოლო გახდა - წაიღებთ, არ წაიღებთ, შეცვლით, არ შეცვლით. რეალურად, თქვენივე სიტყვები და საზოგადოებაზე ძალადობა რუსულია. ეს ის მეთოდებია, რომელიც წარსულს ჩაბარდა და რომელსაც აცოცხლებთ. მე რომ პრემიერმა დამასწრო - მისი გამოსვლაც რუსულია და ამ რუსულ მდგომარეობაში არავინ დაბრუნდება“, - განაცხადა ზურაბიშვილმა. პრეზიდენტმა აღნიშნა ისიც, რომ რეალურად ამ კანონის მიღება ხელისუფლებასაც არ ჭირდებობა, მაგრამ მაინც იღებენ, მხოლოდ იმის საჩვენებლად, რომ მათ საქმიანობაში ვერავინ ერევა, თუმცა მათ საზოგადოების პასუხი მიიღეს.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია