შაბათი, ივლისი 18, 2026

სალომე ზურაბიშვილი 21 წლის მათე დევიძის პროცესზე მივიდა


სალომე ზურაბიშვილი 21 წლის მათე დევიძის პროცესზე მივიდა

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 21 წლის მათე დევიძის პროცესზე მივიდა. თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი 16:00 საათზეა ჩანიშნული. საქმეს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი განიხილავს. სხდომა დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვით უნდა განახლდეს. მათე დევიძის საქმეზე განაჩენი, შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს. სასამართლოში დევიძის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები იკრიბებიან. მათე დევიძე 19 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე დააკავეს. მას პროკურატურა სამი პოლიციელისთვის (ლევან კოდელაშვილი, გიორგი ესტატეშვილი, ბიძინა ჟამერაშვილი) ჯოხის დარტყმას ედავება, რის გამოც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. წყარო: პუბლიკა



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია