- ივნისი 08, 2026
საკვები, რომელიც არეგულირებს მაღალ წნევას
- ნოემბერი 22, 2024
- , პოლიტიკა
ბანანი - ბანანი არა მხოლოდ გემრიელია, იგი ასევე ამცირებს ინსულტის და გულის დაავადების რისკს, იგი შეიცავს კალიუმს. დღეში 2 ცალი ბანანი დაგეხმარებათ სისხლში შაქრის დონის აღდგენაში. მზესუმზირა - მზესუმზირა დიდი რაოდენობით შეიცავს მაგნიუმს. არ მიირთვათ დამარილებული მზესუმზირა, რადგან თქვენ თავიდან უნდა აიცილოთ ნატრიუმი. ისპანახი - ისპანახი დაბალკალორიულია, შეიცავს კალიუმს და მაგნიუმს. პომიდორი - პომიდორი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომელიც საგრძნობლად ამცირებს წნევას, იგი ასევე წყაროა კალიუმის. რძე - დაბალკალორიული რძე შეიცავს კალციუმს, კალიუმს და ვიტამინ D-ს. ამიტომ რძე ამცირებს არტერიულ წნევას დაახლოებით 3 დან 10 პროცენტამდე. სოიო - როდესაც სხეულში ცოტაა კალიუმი, იგი ინარჩუნებს ნატრიუმს ანუ მარილს, რაც იწვევს არტერიული წნევის ზრდას. ამიტომ მნიშვნელოვანია იმ ადამიანებმა, რომელთაც აწუხებთ მაღალი წნევა მიირთვან კალიუმით გაჯერებული საკვები. ერთ-ერთ ასეთი არის სოიო.