შაბათი, ივლისი 18, 2026

საიდან დაიწყო თხილის ფართობების აღრიცხვა ჩოხატაურში და როგორია პროცესი


საიდან დაიწყო თხილის ფართობების აღრიცხვა ჩოხატაურში და როგორია პროცესი

დღეიდან ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, თხილის ფართობების აღრიცხვა იწყება. საიდან დაიწყება პროცესი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში და რა პროცედურების გავლა მოუწევით აგროდახმარების მიღების მსურველ მეთხილეებს- ამის შესახებ ჩოხატაურის მერის წარმომადგენელთან ურთიერთობის განყოფილების უფროსს, ზურაბ კოტრიკაძეს ვესაუბრეთ. "დღეიდან იწყება პროცესი სოფელ გუთურიდან. იქ იქნებიან გადამზადებული ოპერატორები 5 დღის განმავლობაში და დაარეგისტრირებენ სოფელ გუთურის მაცხოვრებლების თხილის ფართობებს. თხილის ფართობის რეგისტრაციისთვის მოქალაქეს დასჭირდება პირადობის მოწმობა. ამ პროგრამაში მონაწილეობს ისეთი მიწები, რომლებიც დარეგისტრირებულია, ფაქტიურ მფლობელობაშია ან იჯარით არის აღებული. კადატრის ოფიცრები არიან გადამზადებულები. მივა მოქალაქე, რუკაზე აჩვენებს ოპერატორი და მოახაზინებენ იმ ნაკვეთებს, რომელიც მას საკუთრებაში ან მფლობელობაში აქვს. შემდეგ მერის წარმომადგენელი დაადასტურებს, რომ ის მიწის ნაკვეთი ნამდვილად ამ მოქალაქისაა და შედგება ხელმოწერა შეთანხმებაზე. რის საფუძველზეც მოქალაქეებს, მარტისთვის დაერიცხებათ აგროქულები. 1 ჰა-ზე გადაანგარიშებით 500 ლარი",_ გვითხრა ზურაბ კოტრიკაძემ. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მეთხილე ფერმერების მხარდასაჭერად, ყველა ფიზიკური პირი, რომელსაც 0,2-3 ჰექტრამდე თხილის ფართობი აქვს საკუთრებაში ან სარგებლობაში, 1 ჰექტარზე დაანგარიშებით, 500 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებს. ქულები აგრობარათზე დაერიცხებათ. სამი ჰექტარი ან მეტი თხილის ფართობის მქონე ფერმერები მიიღებენ შეღავათებს და შეძლებენ, ისარგებლონ შეღავათიანი აგროკრედიტით საბრუნავი საშუალებებისთვის. სახელმწიფო სესხის 8%-ს დააფინანსებს.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია