- ივნისი 08, 2026
საია: კანონის ტექსტი თითქმის ამერიკული FARA-ს იდენტურია, თუმცა დანიშნულება ქართულ რეალობაში სრულიად იცვლება
- მაისი 20, 2025
- , პოლიტიკა
საიას განცხადებას ავრცელებს. "2025 წლის 2 აპრილს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციებს ავალდებულებს, დარეგისტრირდნენ როგორც „უცხოელი აგენტები“. კანონის ტექსტი თითქმის ამერიკული FARA-ს იდენტურია, თუმცა შინაარსი და დანიშნულება ქართულ რეალობაში სრულიად იცვლება. ამერიკაში ეს კანონი მიზანმიმართულად არ ვრცელდება არასამთავრობო სექტორზე, მედიაზე ან იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც საზოგადოებრივ ინტერესებს ემსახურებიან. იქ რეგულაცია ეხება მხოლოდ იმ სუბიექტებს, რომლებიც პირდაპირ ემორჩილებიან უცხო ქვეყნის დავალებებს და ზეგავლენას. ამის პარალელურად, ამერიკულ მოდელს თან ახლავს ძლიერი ინსტიტუციური დაცვის მექანიზმები - დამოუკიდებელი სასამართლო, პროკურატურა და ზედამხედველობა. საქართველოში კი კანონის აღსრულება გადაეცა ანტიკორუფციულ ბიუროს, რომელიც დამოუკიდებელი ინსტიტუტი არ არის. ის, ისევე როგორც სასამართლო და პროკურატურა, მმართველი პარტიის გავლენის ქვეშაა. ამ პირობებში საქართველოში კანონი ხდება იარაღი სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო სექტორისა და კრიტიკული ხმების დასასჯელად. ამაზე უკვე მიუთითეს საერთაშორისო პარტნიორებმა, მათ შორის ეუთომ. მათი შეფასებით, კანონი ზღუდავს გამოხატვის, გაერთიანების და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებებს",_ აცხადებს საია.