შაბათი, ივლისი 18, 2026

საგარეო ადასტურებს, რომ ზარქუა და სანიკიძე ამ დრომდე აბუ-დაბის პოლიციაში გამოკითხვაზე არიან


საგარეო ადასტურებს, რომ ზარქუა და სანიკიძე ამ დრომდე აბუ-დაბის პოლიციაში გამოკითხვაზე არიან

საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ “ოცნების“ დეპუტატები, ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე ამ დრომდე აბუ-დაბის პოლიციაში არიან, _ იუწყება ტვ პირველი. "ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მომხდარზე ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მიმდინარეობს საკითხის მოკლვევა, რა მიზნითაც ინციდენტში დაფიქსირებული პირები გამოკითხვაზე იმყოფებიან“, - ვკითხულობთ საელჩოს კომენტარში. საგარეო საქმეთა სამინისტროს “პირველებმა“ კითხვით მას შემდეგ მიმართა, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, ზარქუას და სანიკიძის დაკავების შესახებ.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია