შაბათი, ივლისი 18, 2026

საფრანგეთი უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას სთავაზობს


საფრანგეთი უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას სთავაზობს

საფრანგეთი უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას სთავაზობს. ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა მას შემდეგ, რაც გუშინ, აშშ-მა უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება ნაწილობრივ შეაჩერა. "ჩვენ გვაქვს სადაზვერვო რესურსი, რომელსაც ვიყენებთ უკრაინელების დასახმარებლად... ეს [აშშ-ის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება] შეჩერებულია გუშინდელი დღის შემდეგ. ვფიქრობ, ჩვენი ბრიტანელი მეგობრებისთვის, რომლებიც შეერთებულ შტატებთან სადაზვერვო საზოგადოებაში არიან, ეს უფრო რთულია," - განაცხადა ლეკორნუმ. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა ჯონ რეტკლიფმა დაადასტურა, რომ შეერთებულმა შტატებმა გუშინ, უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება შეაჩერა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია