შაბათი, ივლისი 18, 2026

სად არის შესაძლებელი ვაქცინაცია ლანჩხუთში


სად არის შესაძლებელი ვაქცინაცია ლანჩხუთში

ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ნატო მენაღარიშვილის ინფორმაციით, რვა ივლისიდან კოვიდ 19-ის წინააღმდეგ "სინოფარმით" ვაქცინაცია ლანჩხუთში შესაძლებელია არა მარტო ,,მედალფას" კლინიკაში, არამედ რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის კლინიკაში (ე.წ.ძველ საავადმყოფოში). "ჯავშანი უკვე გახსნილია, მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ვებგვერდზე booking.moh.gov.ge ასევე, დარეკონ ნომერზე _1522, ან მიბრძანდნენ კლინიკაში და იქვე დარეგისტრირდნენ", _ განმარტავს ნატო მენაღარიშვილი. ავტორი: სოფო წილოსანი



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია