- ივნისი 08, 2026
საცობი საჯავახო-დაფნარის მონაკვეთზე
- ივლისი 17, 2025
- , პოლიტიკა
ამ წუთებში საჯავახო-დაფნარის მონაკვეთზე მოძრაობა შეფერხებულია. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის კმ0-კმ7 (საჯავახო-ნოღა) მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში, დაგეგმილია ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოების წარმოება. რის გამოც, 2025 წლის 17, 18 და 19 ივლისს ყოველდღიურად 08:00 სთ-დან 23:00 სთ-მდე, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.