- ივნისი 08, 2026
საბერძნეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ! _ საელჩოს საგანგებო განცხადება
- აგვისტო 22, 2023
- , პოლიტიკა
საბერძნეთში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს და იქ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ხანძრების ახალი კერების წარმოქმნის შესახებ აფრთხილებს: “საბერძნეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ! საბერძნეთის საგანგებო მდგომარეობების სამსახურის მიერ ვრცელდება ინფორმაცია ხანძრების ახალი კერების წარმოქმნის შესახებ: Aspropyrgo Plaka #Dikella #Makris & #New_Chile Βοιωτία / Viotia Κύθνος / Kithnos Ίασμος / Iasmos საბერძნეთის ტერიტორიაზე შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შეგახსენებთ, რომ უწყვეტ რეჟიმში მოქმედებს საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი +306952220000. აქვე გაცნობებთ შემდეგ ტელეფონის ნომრებს: საგანგებო და გადაუდებელი მდგომარეობისას ცხელი ხაზი – 112, საბერძნეთის პოლიცია – 100, სახანძრო სამსახური – 199, სასწრაფო დახმარება – 166", – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.