- ივნისი 08, 2026
საბერძნეთში 48 წლის ქართველი ქალი, “ობობა” დააკავეს
- ივლისი 06, 2022
- , პოლიტიკა
საბერძნეთში 48 წლის ქართველი ქალი დააკავეს. მას ყაჩაღობისა და ქურდობის 13 საქმეზე ედება ბრალი - ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. გამოცემის ცნობით, 1974 წელს დაბადებული ქართველი ქალი, ზედმეტსახელად "ობობა" 26 ივნისს დააკავეს. ქალმა ბერძენ მოხუცებს საძილე აბები, ნარკოტიკული ნივთიერებები, მისცა და შემდეგ ძარცვავდა. ის უშუალოდ ძარცვის დროს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ამ დროისთვის გახსნილია ყაჩაღობის 9 და ქურდობის 4 ფაქტი. უწყება მის ფოტოსურათებს აქვეყნებს და მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. [simple-author-box]