შაბათი, ივლისი 18, 2026

საბერძნეთმა ევროკავშირის სანქციების ფარგლებში რუსული ტანკერი დააკავა


საბერძნეთმა ევროკავშირის სანქციების ფარგლებში რუსული ტანკერი დააკავა

საბერძნეთის ხელისუფლებამ რუსული ტანკერი დააკავა კუნძულ ევიას სამხრეთ სანაპიროსთან. ინფორმაცია CNN-ს ქვეყნის საზღვაო საქმეთა და კუნძულოვანი პოლიტიკის სამინისტროს წარმომადგენელმა დაუდასტურა. პეგასი - ნედლი ნავთობის ტანკერი, რომელიც ცურავდა რუსეთის დროშით, ეკიპაჟის 19 რუსი წევრით, ქალაქ კარისტოსთან 15 აპრილს დააკავეს. სპიკერის თქმით, გადაწყვეტილება ევროკავშირის უახლეს სანქციებს ეფუძნება. უწყების თქმით, ხელისუფლებამ დააკავა გემი, მაგრამ ტვირთის კონფისკაცია არ მომხდარა. ცნობისთვის, ევროკავშირის უახლესი სანქციების პაკეტი, რომელიც ამ თვის დასაწყისში გამოცხადდა, მოიცავს ევროკავშირის პორტების დახურვას რუსული გემებისთვის. შეღავათები მიენიჭა გემებს, რომლებიც ატარებენ ენერგიას, საკვებს და სხვა ჰუმანიტარულ დახმარებას.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია