შაბათი, ივლისი 18, 2026

საავტომობილო გზების დეპარტამენტი არაგვის ხიდის შესახებ განცხადებას ავრცელებს


საავტომობილო გზების დეპარტამენტი არაგვის ხიდის შესახებ განცხადებას ავრცელებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, მდინარე არაგვის ხიდზე ასფალტის საფარი იგება და მოძრაობა დღეს აღდგება. "საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, მდინარე არაგვის ხიდზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა მიმდინარეობს. დაზიანებული ფილის აღდგენის სამუშაოები დასრულებულია. ხიდზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღესვე აღდგება სრულად. შეგახსენებთ, რომ მდინარე არაგვის ხიდი აშენებულია გასული საუკუნის 70-იან წლებში და ხშირად საჭიროებს სავალი ნაწილის შეკეთებას. 2024 წელს მომზადდა მდინარე არაგვზე ახალი ხიდის მშენებლობის პროექტი და უახლოეს მომავალში დაიწყება სამშენებლო სამუშაოები",_ აცხადებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია